ჩვენს შესახებ

GRS გთავაზობთ რაციების გაქირავებას ღონისძიებებისთვის, კინო და ტელე გადაღებისთვის, კემპინგისა და სხვა გარე აქტივობებისთვის. ჩვენი მიზანია მარტივი, სანდო და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რათა თქვენი გუნდი მუდმივად იყოს კავშირზე მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

რატომ GRS

სანდო კომუნიკაცია

სტაბილური კავშირი ნებისმიერ სამუშაო გარემოში.

მარტივი გამოყენება

მარტივი მომზადება და გამოყენება ზედმეტი ტექნიკური ცოდნის გარეშე.

შიდა და გარე სივრცეებისთვის

ეფექტურად მუშაობს როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში.

მოქნილი პირობები

გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში მოქმედებს ინდივიდუალური ფასდაკლება.

მხარდაჭერა

პროფესიონალური მხარდაჭერა შედის P1 სეტში. საჭიროების შემთხვევაში, RT68-ისთვისაც შესაძლებელია მხარდაჭერის დამატება მოთხოვნის საფუძველზე.

ჩვენი რაციები

  • P1
  • RT68
  • აქსესუარები

P1

P1 არის Retevis-ის შორ მანძილზე მომუშავე რაცია, რომლის კომუნიკაციის მანძილი 4 კმ-ს აღემატება. მას აქვს როგორც ანალოგური, ისე ციფრული რეჟიმები, რაც რეალურ სამუშაო გარემოში კომუნიკაციას კიდევ უფრო სანდოს ხდის. ამ მოდელის უპირატესობებია: საიმედოობა, გამძლეობა და ყინვისადმი გამძლეობა, ერთ დატენვაზე 17 საათამდე მუშაობის ხანგრძლივობით.

RT68

RT68 არის Retevis-ის პორტატული რაცია, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 1.5 კმ-მდეა. იგი არის მსუბუქი, მარტივად გამოსაყენებელი. გამძლე კორპუსი უზრუნველყოფს მის საიმედოობას ყოველდღიურ სამუშაო გარემოში, ინტენსიური გამოყენების შემთხვევებშიც კი. ერთ დატენვაზე მუშაობს 10-12 საათს.

აქსესუარები

იმისათვის, რომ გაქირავება თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს, საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გთავაზობთ სხვადასხვა აქსესუარებს. წარმოდგენილია ყურსასმენების რამდენიმე ტიპი და საკიდები მრავალფეროვანი არჩევანი, რათა შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ვარიანტი.

სად შეიძლება ჩვენი რაციების გამოყენება

ღონისძიებები და ფესტივალები

უზრუნველყავით პერსონალის, ორგანიზატორებისა და უსაფრთხოების გუნდის სწრაფი და გამართული კომუნიკაცია.

კინო და ტელე გადაღება

გაამარტივეთ სხვადასხვა დეპარტამენტისა და გადამღები ჯგუფის კომუნიკაცია გადასაღებ მოედანზე.

კემპინგი და გარე აქტივობები

იყავით მუდმივ კავშირზე ღია სივრცეებში ან მოგზაურობისას.

კორპორატიული და კერძო ივენთები

გაამარტივეთ კომუნიკაცია კონფერენციებზე, ქორწილებსა და კერძო ღონისძიებებზე.

ლოგისტიკა და კოორდინაცია

იდეალურია გუნდებისთვის, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ესაჭიროება.

უსაფრთხოების ჯგუფები

სანდო კომუნიკაცია დატვირთულ სივრცეებში და კონტროლირებად ტერიტორიებზე მომუშავე პერსონალისთვის.

ფასები

RT68

RT68

ხელმისაწვდომია გაქირავებისთვის ცალობაში.
ფასი: დღე - 7 ლარი თითოეული (მინიმალური შეკვეთა 49 ლარი).
მოქმედების დიაპაზონი: დაახლოებით 1.5 კმ-მდე ღია სივრცეში.
მსუბუქი, გამძლე და მარტივად გამოსაყენებელი.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია უფასო აქსესუარების დამატებაც, როგორიცაა ყურსასმენები და ლენტები.

P1 set

P1 სეტი

არ ქირავდება ცალობით!
ხელმისაწვდომია კომპლექტის სახით, რომელიც მოიცავს 24 რაციას ერთ ყუთში, თავისი დამტენით (ხელმისაწვდომია 3 კომპლექტი).
კომპლექტში შედის აღჭურვილობა და ტექნიკოსი.
საჭიროების შემთხვევაში სეტში შედის უფასო აქსესუარებიც, როგორიცაა ყურსასმენები და ლენტები.
ფასი: დღე - 330 ლარი თითო სეტი.
მოქმედების დიაპაზონი: დაახლოებით 4 კმ-მდე ღია სივრცეში.
იდეალურია უფრო დიდი საკომუნიკაციო მოთხოვნებისთვის.

Flexible rental pricing

მოქნილი პირობები

გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური ფასიდაკლების განხილვა. დაგვიკავშირდით და ერთად განვიხილავთ თქვენთვის საჭირო პირობებს.

კალკულატორი

აირჩიეთ პროდუქტი, რაოდენობა და თარიღები სავარაუდო ფასის სანახავად.

კონტაქტი

სერვისი

რაციების გაქირავება

ტელეფონი

555 729 630